პროექტის შესახებ

კონკურსი „ახალგაზრდების იდეა ფოთს“

რა ასაკის მოქალაქეს შეუძლია კონკურსში მონაწილეობა?

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია 16-დან 30 წლამდე მოქალაქეს/მოქალაქეთა ჯგუფს.

აუცილებელია თუ არა, იდეის ავტორი/ავტორები იყვნენ ფოთში რეგისტრირებული?

იდეის ავტორი (ავტორები) უნდა იყოს რეგისტრირებული ან ცხოვრობდეს ქალაქ ფოთში.

ვის შეუძლია ხმის მიცემა?

ხმის მიცემა შეუძლია ქალაქ ფოთში რეგისტრირებულ მოქალაქეს 16 წლის ასაკიდან.

რა სახის პროექტები დაფინანსდება?

დაფინანსდება მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებებს მიკუთვნებული პროექტები;

ქალაქისთვის ინოვაციური პროექტები;

საზოგადოების კეთილდღეობაზე ორიენტირებული იდეები;

ქალაქის ინფრასტრუქტურული და ტურისტული განვითარებისკენ ორიენტირებული პროექტები;

პროექტი, რომლის განხორციელება შესაძლებელია კონკურსისთვის განსაზღვრული ბიუჯეტის ფარგლებში.

რა სახის პროექტები არ დაფინანსდება?

არ განიხილება კერძო ინვესტიციების/ბიზნეს სექტორის განვითარებაზე ორიენტირებული პროექტები;

კომუნალურ ინფრასტრუქტურაზე მიმართული იდეები (კორპუსებში: წყლის მილები, წყალარინების მილები, სახურავი, ელექტროენერგია, გაზი, სანიაღვრე არხები და ა.შ.);

რეკლამისკენ მიმართული პროექტი (კერძო სექტორის, პოლიტიკური მიზნით და ა.შ.).
პროექტი, რომლის განხორციელებაც ადგილობრივ თვითმმართველობას უკვე დაგეგმილი აქვს.

რა ეტაპებს მოიცავს პროექტი?

პროექტი მოიცავს იდეების რეგისტრაციის ეტაპს: 25 სექტემბერი – 20 ოქტომბერი

პროექტების გადარჩევის, საიტზე განთავსების ეტაპს: 21 ოქტომბერი – 29 ოქტომბერი

ხმის მიცემის ეტაპს: 30 ოქტომბერი – 12 ნოემბერი

ხმის მიცემის დასრულებიდან 2 დღის ვადაში გამოვლინდება გამარჯვებული პროექტი.

რას ნიშნავს ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებები?

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლით განსაზღვრულია ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებები. იხ. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი  matsne.gov.ge

როგორ დავუკავშირდე კონკურსის ორგანიზატორებს?

კითხვების არსებობის ან ტექნიკური ხარვეზის შემთხვევაში დაგვიკავშირდით. ან მოგვწერეთ: info@poti.gov.ge

როდის განხორციელდება გამარჯვებული პროექტები?

გამარჯვებული პროექტები განხორციელდება 2020 წელს.

კონკურსში გამარჯვებული პროექტი/პროექტები გამოვლინდება მიღებული ქულების შესაბამისად, თანმიმდევრობით, რიგითობისა და პროგრამის ბიუჯეტით გამოყოფილი თანხის გათვალისწინებით. კონკურსის გამარჯებულის გამოვლენა მოხდება განსახორციელებელი პროექტის ღირებულებისა და მიღებული ხმების საფუძველზე შემუშავებული K კოეფიციენტის მიხედვით. K კოეფიციენტი ადგენს ხმების რაოდენობას პროექტის ღირებულების ყოველ 1000 ლარზე. ფოთის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად გამარჯვებული პროექტების განხორციელებას.