პროექტის შესახებ

ახალგაზრდების იდეა ფოთს

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივაა და მიზნად ისახავს ფოთელი ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას ადგილობრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ინოვაციური, საზოგადოების კეთილდღეობაზე ორიენტირებული ინფრასტრუქტურული და ურბანული პროექტების წარმოჩენას და მათ განხორციელებას.

პროექტის ფარგლებში 16-დან 30 წლამდე ახალგაზრდებს  საშუალება ეძლევათ  ინიციატივები ონლაინ პლატფორმის საშუალებით წარადგინონ, იპოვონ რაც შეიძლება მეტი მხარდამჭერი. ხმის მიცემა შეუძლიათ ქალაქ ფოთში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეს 16 წლის ასაკიდან. გამარჯვებულ პროექტს/პროექტებს გამოავლენს ხალხი და განახორციელებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია.

პროექტის/პროექტების ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 300 000 ლარს

ასაკობრივი ზღვარი

  1. იდეების წარდგენა შეუძლია ქალაქ ფოთში რეგისტრირებულ, 16-დან 30 წლამდე ახალგაზრდას ან არაუმეტეს 3 ადამიანისგან დაკომპლექტებულ ჯგუფს.

მიზანი

ინოვაციური, საზოგადოების კეთილდღეობაზე ორიენტირებული ინფრასტრუქტურული პროექტების გამოვლენა და განხორციელება. ახალგაზრდების გააქტიურება და მათი ჩართულობის გაზრდა ადგილობრივი თვითვმმართველობის განხორციელების პროცესში

პროექტის ეტაპები

იდეების რეგისტრაციის ეტაპი: 25 სექტემბერი- 20 ოქტომბერი
პროექტების გადარჩევის, საიტზე განთავსების ეტაპი: 21 ოქტომბერი – 29 ოქტომბერი
ხმის მიცემის ეტაპი: 30 ოქტომბერი – 12 ნოემბერი ხმის მიცემის დასრულებიდან 2 დღის ვადაში გამოვლინდება გამარჯვებული პროექტი/პროექტები

კონკურსში მონაწილეობის პირობები

  • კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ქალაქ ფოთში მცხოვრებ ან რეგისტრირებულ 16 წლიდან 30 წლამდე ახალგაზრდას/მაქსიმუმ 3 ადამიანისგან შემდგარ ჯგუფს.
  • პროექტის წარმოდგენა შესაძლებელია როგორც ჯგუფურად, ასევე ინდივიდუალურად. გაითვალისწინეთ, ჯგუფის რეგისტრაციის შემთხვევაში, ერთი წევრი უნდა იყოს ჯგუფის ხელმძღვანელი.
  • საპროექტო იდეა უნდა შეესაბამებოდეს ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებებს, იყოს საზოგადოების კეთილდღეობაზე ორიენტირებული და წარმოადგენდეს ქალაქისთვის ინოვაციას, მიმართული უნდა იყოს ქალაქის ინფრასტრუქტურული, ტურისტული განვითარებისკენ.
  • პროექტის მონაწილე/მონაწილეები არ უნდა იყვნენ დასაქმებულნი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში.
  • გამარჯვებულს/გამარჯვებულებს გამოავლენს ქალაქის მოსახლეობა – ონლაინ ხმის მიცემის საშუალებით.
  • არ განიხილება კერძო ინვესტიციების/ბიზნეს-სექტორის განვითარებაზე ორიენტირებული პროექტები.

საპროექტო იდეების კონკურსში გამარჯვებული

კონკურსში გამარჯვებული პროექტი/პროექტები გამოვლინდება მიღებული ქულების შესაბამისად, თანმიმდევრობით, რიგითობისა და პროგრამის ბიუჯეტით გამოყოფილი თანხის გათვალისწინებით.

კონკურსის გამარჯებულის გამოვლენა მოხდება განსახორციელებელი პროექტის ღირებულებისა და მიღებული ხმების საფუძველზე შემუშავებული K კოეფიციენტის მიხედვით. K კოეფიციენტი ადგენს ხმების რაოდენობას პროექტის ღირებულების ყოველ 1000 ლარზე.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად გამარჯვებული პროექტების განხორციელებას.

განხილვას ექვემდებარება:

  • პროექტი, რომელიც ითვალისწინებს:
    • ქალაქ ფოთის ინფრასტრუქტურის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას
    • ნარჩენების მართვას
    • გარე განათებისა და კეთილმოწყობის საკითხებს
    • შშმ პირთა ინკლუზიასა და მათთვის გარემოს ადაპტაციის საკითხს
    • ჯანსაღი და უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს უზრუნველყოფის საკითხს
    • მერიის კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა ინფრასტრუქტურულ საკითხებს

განხილვას არ ექვემდებარება:

პროექტი, რომელიც

ორიენტირებულია კერძო ინვესტიციების/ბიზნეს-სექტორის განვითარებაზე;
ითვალისწინებს ერთი ან რამდენიმე ადამიანის პირად ინტერესებს;
მოიცავს რეკლამას (მათ შორის: ბიზნესის, პოლიტიკური შინაარსის და სხვ.);
ადგილობრივ თვითმმართველობას უკვე დაგეგმილი აქვს;

არ შეესაბამება ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციებს;
ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას;
შეიცავს უცენზურო, სახუმარო ვიზუალურ მასალას ან შინაარსს;
ეხება კომუნალური ინფასტრუქტურის გაუმჯობესებას (წყლის მილები, წყალარინების მილები, სახურავი, ელექტროენერგია, გაზი, სანიაღვრე არხები, გზები და ა.შ.), გზების მშენებლობას;
წარმოადგენს სასამართლოში ან ადმინისტრაციულ ორგანოში მიმდინარე დავის საგანს ან კანონმდებლობით პირდაპირ არის დადგენილი საკითხის რეგულირების პროცედურა, რომელიც გამორიცხავს იდეის საფუძველზე მის გადაწყვეტას;

იდენტური შინაარსის მქონე იდეების შემთხვევაში, განიხილება მათ შორის უფრო ადრე დარეგისტრირებული პროექტი.

კონკურსში გამარჯვებული პროექტი/პროექტები გამოვლინდება მიღებული ქულების შესაბამისად, თანმიმდევრობით, რიგითობისა და პროგრამის ბიუჯეტით გამოყოფილი თანხის გათვალისწინებით. კონკურსის გამარჯებულის გამოვლენა მოხდება განსახორციელებელი პროექტის ღირებულებისა და მიღებული ხმების საფუძველზე შემუშავებული K კოეფიციენტის მიხედვით. K კოეფიციენტი ადგენს ხმების რაოდენობას პროექტის ღირებულების ყოველ 1000 ლარზე. ფოთის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად გამარჯვებული პროექტების განხორციელებას.