გულის ფორმის კონსტრუქცია ყვავილებით – ოსტამარის სკვერში

 

იდეის ნომერი: 25


 სტატუსი: მიმდინარე


ავტორი: სალომე სორდია, მელანო დგებუაძე


ხმები დაანგარიშდება კოეფიციენტით


გამოქვეყნების თარიღი: 2019-10-30


ხმის მიცემის ვადა: 2019-11-12


ბიუჯეტი: 30 000 ლარი

გაითვალისწინეთ, იდეაზე ხმის მიცემა შეუძლიათ მხოლოდ ფოთში რეგისტრირებულ სრულწლოვან მოქალაქეებს!

კოეფიციენტის გამოთვლა

K კოეფიციენტი ადგენს ხმების რაოდენობას პროექტის ღირებულების ყოველ 1000 ლარზე.

პროექტის შესახებ

პროექტი „ახალგაზრდების იდეა ფოთს“ ფარგლებში გვსურს წარმოგიდგინოთ ჩვენი იდეა და პროექტი. ქალაქ ფოთის რუსთაველის რკალზე მიმდებარე ტერიტორიაზე კერძოდ (ოსტომარის სკვერი )გვუსრს განვათავსოთ ლითონის გულის ფორმის 3 კონსტრუქცია ,რომელშიც განთავსებული იქნება ყვავილების ჩასარგავი დეტალები, სადაც ჩაირგვება ლამაზი ფერის ყვავილები და სრულად დაიფარება სამივე კონსტრუქცია ყვავილებით. შერჩეული ყვავილები აუცილებლად ოთხივე სეზონზე უნდა ყვავილობდეს.(დანართის სახით ვაგზავნით ფოტოს დეკორაციის) ვფიქრობთ შერჩეულ ლოკაციაზე ზემოთ ხსენებული დეკორაციის განთავსება სრულ შესაბამისობაში მოდის იქვე მდებარე ობიქტებთან.მოგეხსენებათ იქვე მდებარეობს ბავშვთა გასართობი სკვერი ,8 აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი ,ასევე ტროტუარები არის სრულად რეაბილიტირებული. გამართული ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს დეკორაციის უკეთ წამოჩენას.ლოკაცია არის ქალაქის შუა გულში და ყველა ფეხით მოსიარულე თუ ტრანსპორთით, აუცილებლად დაინახავს და მოიწონებს შერჩეულ დეკორაციას.ამრიგად შეიქმნება ლამაზი და ესთეთიკური გარემო ქალაქში.

მიზანი

პროექტის მიზანია, ქალაქი იყოს მეტად გამწვანებული,ესთეთიკური და მიმზიდველი.დეკორაციის ლოკაცია და მისი ესთეთიკური მხარე ,რომელიც ითვალისწინებს საზოგადოების კეთილდღეობას ინფრასტრუქტირული კუთხით, არის ინოვაციური,კრეატიული,მიმზიდველი და ჯანსაღი.ჩვენი მიზანია ქალაქს შევმატოთ ,კიდევ ერთი საინტერესო და ჯანსაღი გარემო რაც ჩვენს თანამოქალაქეებს და არა მარტო ,გაახარებს და გაზრდის პონტენციალს ტურისტული თვალსაზრისით.მოკვლევის თანახმად სამეგრელო -ზემო სვანეთის რეგიონებში არ არის ანალოგი ესეთი სახის დეკორაციიის რაც ვფიქრობთ არის პრივილეგია ჩვენი ქალაქისთვის.

კონკურსში გამარჯვებული პროექტი/პროექტები გამოვლინდება მიღებული ქულების შესაბამისად, თანმიმდევრობით, რიგითობისა და პროგრამის ბიუჯეტით გამოყოფილი თანხის გათვალისწინებით. კონკურსის გამარჯებულის გამოვლენა მოხდება განსახორციელებელი პროექტის ღირებულებისა და მიღებული ხმების საფუძველზე შემუშავებული K კოეფიციენტის მიხედვით. K კოეფიციენტი ადგენს ხმების რაოდენობას პროექტის ღირებულების ყოველ 1000 ლარზე. ფოთის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად გამარჯვებული პროექტების განხორციელებას.