ნაბადაში სკვერის მოწყობა

 

იდეის ნომერი: 45


 სტატუსი: მიმდინარე


ავტორი: ლუკა ცანავა


ხმები დაანგარიშდება კოეფიციენტით


გამოქვეყნების თარიღი: 2019-10-30


ხმის მიცემის ვადა: 2019-11-12


ბიუჯეტი: 20 000 ლარი

გაითვალისწინეთ, იდეაზე ხმის მიცემა შეუძლიათ მხოლოდ ფოთში რეგისტრირებულ სრულწლოვან მოქალაქეებს!

კოეფიციენტის გამოთვლა

K კოეფიციენტი ადგენს ხმების რაოდენობას პროექტის ღირებულების ყოველ 1000 ლარზე.

აღწერილობა

ნაბადა არის ფოთის ერთ-ერთი უდიდესი უბანი, რომელსაც აუცილებლად ესაჭიროება თანამედროვე, კეთილმოწყობილი დასასვენებელი არეა/სკვერი. ადგილობრივ მოსახლეობას, რომლის დიდ ნაწილს წარმოადგენს ახალგაზრდობა, უნდა ჰქონდეს ისეთი ადგილი, სადაც შესაძლებელი იქნება შეიკრიბონ, დასხდნენ და ისაუბრონ ლამაზად კეთილმოწყობილ სივრცეში, ითამაშონ ჭადრაკი ან შაში, ხოლო სურვილის შემთხვევაში ისარგებლონ იქვე არსებული ბიბლიოთეკით და იკითხონ წიგნები ღია ცის ქვეშ. ასევე, პატარა ბავშვებს შეეძლებათ ისიამოვნონ სპეციალურად მათთვის მოწყობილ საბავშვო მოედანზე თამაშით

მიზანი

ნაბადის უბნის ტერიტორიაზე დასასვენებელ-გასართობი სკვერის მოწყობა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის წარმომადგენლებისათვის კომფორტული და მოსასვენებელი ადგილის კეთილმოწყობას; წიგნის კითხვის, ჭადრაკისა და შაშის პოპულარიზაციას; ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას;

კონკურსში გამარჯვებული პროექტი/პროექტები გამოვლინდება მიღებული ქულების შესაბამისად, თანმიმდევრობით, რიგითობისა და პროგრამის ბიუჯეტით გამოყოფილი თანხის გათვალისწინებით. კონკურსის გამარჯებულის გამოვლენა მოხდება განსახორციელებელი პროექტის ღირებულებისა და მიღებული ხმების საფუძველზე შემუშავებული K კოეფიციენტის მიხედვით. K კოეფიციენტი ადგენს ხმების რაოდენობას პროექტის ღირებულების ყოველ 1000 ლარზე. ფოთის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად გამარჯვებული პროექტების განხორციელებას.