ტურისტული საინფორმაციო სტენდების განთავსება

 

იდეის ნომერი: 42


 სტატუსი: მიმდინარე


ავტორი: ალექსანდრე გიორგაძე


ხმები დაანგარიშდება კოეფიციენტით


გამოქვეყნების თარიღი: 2019-10-30


ხმის მიცემის ვადა: 2019-11-12


ბიუჯეტი: 8 000 ლარი

გაითვალისწინეთ, იდეაზე ხმის მიცემა შეუძლიათ მხოლოდ ფოთში რეგისტრირებულ სრულწლოვან მოქალაქეებს!

კოეფიციენტის გამოთვლა

K კოეფიციენტი ადგენს ხმების რაოდენობას პროექტის ღირებულების ყოველ 1000 ლარზე.

აღწერილობა

პროექტი ითვალისწინებს ქალაქ ფოთის მასშტაბით მის მთავარ ღირსშესანიშნაობებთან საინფორმაციო სტენდების განთავსებას, რაც დაეხმარება ქალაქში მოხვედრილ ტურისტსა თუ ნებისმიერ ადამიანს, მიიღოს ინფორმაცია ფოთის შესახებ და გაიადვილოს ქალაქში ორიენტაცია.
სტენდები განთავსდება ისეთ ადგილებში, როგორებიცაა: ქ.ფოთის მემორიალური ნეკროპოლი მალთაყვის უბანში, საკათედრო ტაძარის მიმდებარე ტერიტორია, ნიკო ნიკოლაძის კოშკი, შუქურა, ცოტნე დადიანის ძეგლი და სხვა მნიშვნელოვანი ადგილები.

მიზანი

პროექტის მიზანია ქალაქ ფოთის პოპულარიზება, მასზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა და ტურიზმის ხელშეწყობა.

კონკურსში გამარჯვებული პროექტი/პროექტები გამოვლინდება მიღებული ქულების შესაბამისად, თანმიმდევრობით, რიგითობისა და პროგრამის ბიუჯეტით გამოყოფილი თანხის გათვალისწინებით. კონკურსის გამარჯებულის გამოვლენა მოხდება განსახორციელებელი პროექტის ღირებულებისა და მიღებული ხმების საფუძველზე შემუშავებული K კოეფიციენტის მიხედვით. K კოეფიციენტი ადგენს ხმების რაოდენობას პროექტის ღირებულების ყოველ 1000 ლარზე. ფოთის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად გამარჯვებული პროექტების განხორციელებას.