ბურჯი ეროვნებისა

 

იდეის ნომერი: 32


 სტატუსი: მიმდინარე


ავტორი: ნიკა გვასალია, ხვიჩა სურმავა


ხმები დაანგარიშდება კოეფიციენტით


გამოქვეყნების თარიღი: 2019-10-30


ხმის მიცემის ვადა: 2019-11-12


ბიუჯეტი: 20 000 ლარი

გაითვალისწინეთ, იდეაზე ხმის მიცემა შეუძლიათ მხოლოდ ფოთში რეგისტრირებულ სრულწლოვან მოქალაქეებს!

კოეფიციენტის გამოთვლა

K კოეფიციენტი ადგენს ხმების რაოდენობას პროექტის ღირებულების ყოველ 1000 ლარზე.

პროექტის შესახებ

მშობლიურ ენას დაცვა,მოვლა,პატრონობა რომ სჭირდება ,,არახალია,ძველია”.დედაენაზე ზრუნვა რომ მხოლოდ ცარიელ სიტყვებად არ დაგვრჩეს,საჭიროა,საქმედ ვაქციოთ.ყველაზე საშურ და აუცილებელ საქმედ მიგვაჩნია ქართული ენის სიწმინდის დაცვა აქვე,ჩვენი ქალაქის ქუჩებში ,რადგან,ჯერ ერთი,ეს ნებისმიერი დასახლებული პუნქტის(ქალაქის,სოფლის,დაბის…)ნებისმიერი მოქალაქის ვალია,მეორეც-არ უნდა დაგვავიწყდეს ფოთის შესაძლებლობები,მისი პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება და სამომავლოდ ტურიზმის განვითარება,რის საშუალებასაც იძლევა ამ ქალაქის მდიდარი წარსული,გეოგრაფიული არეალი,ბუნებრივ-კლიმატური პირობები,კულტურა,ტრადიციები და ა.შ.ამიტომაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე მოსიარულე სტუმარსა თუ მასპინძელს თვალში არ ეცემოდეს ყოველი სახლისა თუ დაწესებულების აბრაზე დამახინჯებული წარწერა:დ.აღმაშენებლის ქუჩა, ვ.გორგასლის ქუჩა, დ.თავდადებულის ქუჩა…მაშინ ,როცა დაუშვებელია საკუთარ სახელთა შეკვეცა,თუ მას გვარი არ მოსდევს,(მოგეხსენებათ-არც აღმაშენებელია გვარი,არც თავდადებული და არც გორგასალი)..ასევე მნიშვნელოვანია,არ დავივიწყოთ ჩვენი უახლოესი წარსულის მტკივნეული ფურცლები და აგვისტოსს ომში დაღუპული ფოთელების სახელობის ქუჩებზე წარწერაც შესატყვის აბრაზე გაკეთდეს.

მიზანი

პროექტის მიზანია,მოვიძიოთ და გავასწოროთ(შესაძლებლობის ფარგლებში)ქალაქის ქუჩათა სახელწოდების აღმნიშვნელ აბრებზე ქართული ენის სიწმინდის დარღვევის ყველა შემთხვევა,რაც ნამდვილად აქტუალურია,თუ იმას გავითვალისწინებთ,რომ ქართული ენის სიწმინდეს ისევ ჩვენგან,მოქალაქეებისაგან ემუქრება საფრთხე,როცა ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვამახინჯებთ მშობლიურ ენას..ეს პროექტი კი ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით არსებული ერთი დიდი ხარვეზის აღმოფხვრას.

კონკურსში გამარჯვებული პროექტი/პროექტები გამოვლინდება მიღებული ქულების შესაბამისად, თანმიმდევრობით, რიგითობისა და პროგრამის ბიუჯეტით გამოყოფილი თანხის გათვალისწინებით. კონკურსის გამარჯებულის გამოვლენა მოხდება განსახორციელებელი პროექტის ღირებულებისა და მიღებული ხმების საფუძველზე შემუშავებული K კოეფიციენტის მიხედვით. K კოეფიციენტი ადგენს ხმების რაოდენობას პროექტის ღირებულების ყოველ 1000 ლარზე. ფოთის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად გამარჯვებული პროექტების განხორციელებას.