ფამფტრეკები

 

იდეის ნომერი: 68


 სტატუსი: მიმდინარე


ავტორი: ნიკა სიმონიშვილი


ხმები დაანგარიშდება კოეფიციენტით


გამოქვეყნების თარიღი: 2019-10-30


ხმის მიცემის ვადა: 2019-11-12


ბიუჯეტი: 30 000 ლარი

გაითვალისწინეთ, იდეაზე ხმის მიცემა შეუძლიათ მხოლოდ ფოთში რეგისტრირებულ სრულწლოვან მოქალაქეებს!

კოეფიციენტის გამოთვლა

K კოეფიციენტი ადგენს ხმების რაოდენობას პროექტის ღირებულების ყოველ 1000 ლარზე.

აღწერილობა

მრავალფუნქციური მოედნებია, რომლებიც რეკრეაციული და სპორტული მახასიათებლებით გამოირჩევა. მარტივი და უსაფრთხო კონსტრუქციიდან გამომდინარე მისით სარგებლობა თითქმის ყველა ასაკის ადამიანისთვისაა შესაძლებელი.მასზე გადაადგილება შეუძლიათ: ველოსიპედებს; სკეიდბორდებს;ლონგბორდებს, როლიკებს; ე.წ. სკუტერებს (ძრავიანი მოპედები არ იგულისხმება).

მიზანი

პროექტის მთავარი მიზანი არის ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება ქალაქში,ასევე ეს პროექტი გახდება შეკრების ადგილი სადაც ახალგაზრდები შეძლებენ გართობას და კომუნიკაციის უნარის გაუმჯობესებას.

კონკურსში გამარჯვებული პროექტი/პროექტები გამოვლინდება მიღებული ქულების შესაბამისად, თანმიმდევრობით, რიგითობისა და პროგრამის ბიუჯეტით გამოყოფილი თანხის გათვალისწინებით. კონკურსის გამარჯებულის გამოვლენა მოხდება განსახორციელებელი პროექტის ღირებულებისა და მიღებული ხმების საფუძველზე შემუშავებული K კოეფიციენტის მიხედვით. K კოეფიციენტი ადგენს ხმების რაოდენობას პროექტის ღირებულების ყოველ 1000 ლარზე. ფოთის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად გამარჯვებული პროექტების განხორციელებას.