უარყოფილი იდეები

დახურული საბავშვო გასართობი ცენტრი

ჩემი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ რადგან ფოთში არ არის დახურული საბავშვო გასართობი ცენტრი, სადაც იქნება ბატუტები, გასაბერი სასრიალო, სახლები და სათამაშო აპარატები. ასევე იქნებოდა ანიმატორები. შენობაშივე იქნება სანაყინე, კაფე, პიცერია და სწრაფი კვების ობიექტები. ასევე შენობაში იქნებოდა აკვარიუმის განყოფილება, ეს იქნება ის ადგილი, სადაც ოჯახი ერთ დღეს სასიამოვნო და საინტერესოდ გაატარებდა.

მიზანი: გავულამაზოთ ბავშვებს ყოველი დღე.

თქვენი იდეა ვერ გადავიდა ხმის მიცემის ეტაპზე, რადგან არ შეესაბამება კონკურსის პირობას: იდეა ორიენტირებულია კერძო ინვესტიციების, ბიზნეს-სექტორის განვითარებაზე.

 სამარშუტო ხაზი

როგორც მოგეხსენებათ ფოთში მუნიციპალური ავტობუსის 3 სამარშუტო ხაზი მუშაობს (5 ავტობუსით) #30 ბაზარი პორტი ბაზარი #31 მალთაყვა-ბაზარი და #32 ნაბადა-ბაზარი. აქვე მინდა ვთქვა, რომ რკინიგზის სადგურის მიმართულებით მუნიციპალური ტრანსპორტი ავტობუსი არ მოძრაობს იმ ფონზე, როდესაც მატარებელი დღეში 4-ჯერ გადის და ჩამოდის. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მხრივ რკინიგზის სადგური არის ვაკუუმი და მიუდგომელი მიუხედავად იმისა, რომ მგზავრთ ნაკადი დიდია როგორც წამსვლელთა, ასევე ჩამომსვლელთა. ავტობუსების არსებული რაოდენობიდან დაემატოს ახალი ხაზი #33 მალთაყვიდან რკინიგზის სადგურის მიმართულებით და პირიქით (ამასთან #32 ავტობუს დაენიშნოს გაჩერება სადგურის წინ მასზე გვერდის აუვლელად) რომელიც დღეში 3-4 რეის შეასრულებს რაც დღეისათვის სავსებით შესაძლებელია.. აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა ხელს შეუწყობს მოსახლეობის გადაადგილებას და მოუხსნის მათ რიგ პრობლემებს.

მიზანი: მუნიციპალური ტრანსპორტის (ავტობუსების) პოპულარიზაცია და მგზავრთ ნაკადის დაკმაყოფილება მათვის სასურველ მიმართულებაზე

თქვენი იდეა ვერ გადავიდა ხმის მიცემის ეტაპზე, რადგან არ შეესაბამება კონკურსის პირობას.

2020 წლის გაზაფხულზე ქალაქს დაემატება 10 ახალი ავტობუსი, ამასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს ახალი მარშრუტების შემუშავების პროცესი.

სანაპირო ზოლის კეთილმოწყობა

 

პორტის მიმდებარე სანაპირო ზოლის კეთილმოწყობა სანაპირო ზოლის გადიდება და დასუფთავება საფეხმავლო და ველო ბილიკების მოწყობა საპარკინგე ზოლის გაკეთება გამათების ბოძების დაყენება სანაპირო ზოლთან ახლოს სხვადასხვა მინი ჯიხურების ჩადგმა და ადგილობრივების დასაქმება.

მიზანი:გალამაზდება ქალაქის იმიჯი დასაქმდება ადგილობრივები ქალაქი მოიზიდავს ტურისტებს და ქალაქი მოიზიდავს ინვესტორებს ასევე დაინტერესდებიან ადგილიბრივი ინვესტორები.

თქვენი იდეა ვერ გადავიდა ხმის მიცემის ეტაპზე, ვინაიდან აღნიშნული სამუშაოები ამჟამად მიმდინარეობს.

ზამთრის ბაღი

მოგეხსენებათ ქალაქ ფოთში მწვანე ნარგავების ნაკლებობას არ განვიცდით, თუმცა წელიწადის სხვადასხვა დროს მათი დათვალიერება შეუძლებელია. მე გთავაზობთ ზამთრის ბაღის მოწყობას, სადაც უამრავი ჯოშის მცენარეები გაიხარებენ. ზამთრის ბაღში მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, სადაც ჩვენი პატარა მწვანე მცენარეები სხვადასხვა ოჯახებში გადანაწილდებიან. გარდა ამისა, ზამთრის ბაღი განტვირთვის საშუალებას იძლევა და კარგად მოქმედებს ადამიანის ფსიქოლოგიაზე.

ჩემს მიერ შემოთავაზებული პროქტი საშუალებას მისცემს მოსახლეობას, დაინტერესდნენ ჯანსაღი ცხოვრებით და რეალიზაცია გაუწიონ ხე-მცენარეებს

თქვენი იდეა ვერ გადავიდა ხმის მიცემის ეტაპზე, რადგან მისი განხორციელება სცდება პროექტისთვის განსაზღვრულ ბიუჯეტს.

ქ.ფოთის N5 საჯარო სკოლის დარბაზის კეთილმოწყობა საკონფერენციო სივრცედ.

ახალგაზრდები სხვადასხვა პროექტის განხორციელების დროს ვაწყდებით პრობლემას,რომ ქალაქს არ გააჩნია სივრცე სადაც თავისუფლად,ნებისმიერ დროს ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება ამა თუ იმ პროექტის ჩატარება. სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქ.ფოთის N5 საჯარო სკოლას, ქალაქის მასშტაბით ყველაზე დიდი,თანამედროვე სტანდარტების მიხედვით გარემონტებული სააქტო დარბაზი აქვს.რომელიც არ არის აჭღურვილი შესაბამისი ინვენტარითა და ტექნიკით. შესაბამისად, დარბაზის გამოყენება სამწუხაროდ, ვერ ხერხდება.პროექტის დაფინანსების შემთხვევაში, პროექტის ავტორები შევისყიდით საჭირო ინვენტარებს(250 სკამი-17000ლარი) და ტექნიკას(აპარატურა(მიკროფონები,დინამიკები,აქსესუარები-10000 ლარი,პროექტორი და მისი აქსესურები-3000ლარი) და სააქტო დარბაზს უზრუნველვყოფთ საჭირო ინვენტარებით.მნიშვნელოვანია ის ფაქტი. რომ ჩვენი სააქტო დარბაზი უმასპინძლებს ქალაქში ჩატარებულ ყველა ღონისძიებას განურჩევლად საქალაქო და სასკოლო ღონისძიებებისა.

მიზანი: შეიქმნას სივრცე სადაც შესაძლებელი იქნება სხვადასხვა პროექტების, სემინარების , ღონისძიებების და კონცერტების ჩატარება. რა თქმა უნდა, ეს სივრცე ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება უფასოდ.

თქვენი იდეა ვერ გადავიდა ხმის მიცემის ეტაპზე, რადგან არ შეესაბამება პროექტის პირობებს.

სსიპ კოლეჯის „ფაზისი“ ბაზაზე შეიქმნას წინაპირობა დრონების შეძენა-რეგისტრაციის, უსაფრთხო ექსპლუატაციისა და მომსახურების შესაბამისი რეგულაციების შემსწავლელი მოკლევადიანი კურსებისათვის ლაბორატორიის მოწყობა, რაც ხელს შეუწყობს უპილოტო საფრენი აპარატების პოპულარიზაციას და მათი საექსპლუატაცო არეალის გაფართოებას ჩვენს ქალაქში. იმავე ლაბორატორიაში მოეწყობა საყოფაცხოვრებო პირობებში მცირე სიმძლავრის მზის ბატარეის საწარმოებელი სახელოსნო, სადაც შესაძლებლობა მოგვეცემა დავეხმაროთ ადამიანებს საკუთარი ხელებით ააწყონ მათთვის საჭირო სიმძლავრის მზის ბატარეა, რომლის ღირებულება ქარხნულთან შედარებით 2-2,5-ჯერ ნაკლები იქნება. ყოველივე ზემოთთქმული განუხრელად კეთილისმყოფელ გავლენას მოახდენს მოსახლეობის სოციალ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე და ხელს შეუწყობს ეკოსისტემის გაუმჯობესებას.
პროექტის ფარგლებში ნავარაუდევია სხვადასხვა ტიპისა და სიმძლავრის დრონების, მათთვის შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფისა და ლაბორატორიისათვის საჭირო აღჭურვილობის, ხელსაწყოებისა და სახარჯი მასალების შეძენა.

თქვენი იდეა ვერ გადავიდა ხმის მიცემის ეტაპზე, რადგან არ შეესაბამება პროექტის პირობებს.

სსიპ კოლეჯი „ფაზისის“ ინფრასტრუქტურის ბაზაზე შეიქმნას საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავებით მზის გამაცხელებლების ამწყობი და ნოუთბუქის უვარგისი აკუმულატორული ბატარეების თავდაპირველი დანიშნულებით ხელახალი გამოყენების სახელოსნო, სადაც შესაძლებელი იქნება მოსახლეობის ფართო ფენებს როგორც პრაქტიკულად, ასევე ონლაინრეჟიმში მივაწოდოთ ინფორმაცია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან მათთვის საჭირო სიმძლავრის აკუმულატორებისა და მზის გამაცხელებლების საშინაო პირობებში წარმოების ხერხებსა და მეთოდებზე.
პროექტი ხელს შეუწყობს მოსახლეობის ეკონომიკური პირობებისა და ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესებას მოსახლეობის ფართო ფენების ჩართვით საყოფაცხოვრებო ნარჩენების ეფექტურად გამოყენების გზით, რითაც ასევე შემცირდება ტოქსიკურად მავნე ნარჩენების ზემოქმედება გარემოზე.
პროექტის ფარგლებში ნავარაუდევია ლაბორატორიისათვის საჭირო აღჭურვილობის, ხელსაწყოებისა და სახარჯი მასალების შეძენა.

თქვენი იდეა ვერ გადავიდა ხმის მიცემის ეტაპზე, რადგან არ შეესაბამება პროექტის პირობებს.

შუქნიშნები უსინათლო მოქალაქეებისთვის

თქვენი იდეა ვერ გადავიდა ხმის მიცემის ეტაპზე, რადგან იდეის განხორციელებისთვის საჭიროა ქალაქში არსებული შუქნიშნების ჩანაცვლება ახალი შუქნიშნებით, რაც სცდება პროექტით განსაზღვრულ თანხას.

400 მ სიგრძის (კვიპაროსების) ხეივანის კეთილმოწყობა ტყე-პარკში

ქ.ფოთში, მალთაყვის ტყე-პარკი ცნობილია განსაკუთრებული სილამაზით. ქალაქელების საყვარელი ადგილი საჭიროებს რეაბილიტაციას, სამწუხაროდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, აქედან გამომდინარე ავირჩიე ერთი კონკრეტული მონაკვეთი დაახლოებით 400 მ სიგრძის (კვიპაროსების) ხეივანი,რომელიც განსაკუთრებულია მთელს პარკში. პროექტის ფარგლებში იგეგმება კონკრეტული ლოკაციის დასუფთავება,მოსასვენებელი სკამების მოწყობა,კონკრეტულ ადგილებში განათებების გაკეთება და სანაგვე ურნების დადგმა.(რაც აუცილებელია სისუფთავის შესანარჩუნებლად). პარკში ხშირი ვიზიტორები ბავშვებია, ამიტომაც სასურველია მოეწყოს ბავშვთა გასართობი სკვერი (საქანელები და სასრიალო).

1.ფოთელების საყვარელი ადგილი გავხადოთ კომფორტული.
2.ვიზრუნოთ გარემოც დაცვაზე და თავიდან ავიცილოთ დანაგვიანება.
3.ერთი კონკრეტული ადგილის მოწესრიგება იქნება საწყისი მთელი ტერიტორიის მოწესრიგების.
4.ბავშვებს შეუქმნათ ჯანსაღი და კომფორტული გარემო.

თქვენი იდეა ვერ გადავიდა ხმის მიცემის ეტაპზე, რადგან არ შეესაბამება პროექტის პირობებს. მითითებული ტერიტორია არ წარმოადგენს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებას.

ქალაქში არსებული ქანდაკებების, ბიუსტების კვლევა, რესტავრაცია

ჩვენთვის ცნობილია,რომ ფოთი არის ძალიან ძველი ქალაქი,რომელსაც აქვს დიდებული ისტორია.ის მდიდარია სხვადასხვა ღირსშესანიშნაობებით.მათ შორის ქალაქი მდიდარია ქანდაკებებითა და ბიუსტებით,მათი რაოდენობა დაახლოებით 16-ს უდრის.მათი ძალიან დიდი ნაწილი დაზიანებულია,ისევე როგორც ტერიტორია მათ გარშემო.ბევრ მათგანზე შეუძლებელია ამოკითხვა თუ ვის მიერ არის ქანდაკება დამზადებული ან ვისი ბიუსტია,ისევე როგორც შეუძლებელია თარიღის ამოკითხვაც.არ არის დასასვენებელი ადგილები,ასევე არც გამწვანება.თუ ჩვენ გვინდა ვატაროთ დიდი კულტურული მემკვიდრეობის მქონე ქალაქის მემკვიდრეების სახელი,აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ მათ შენარჩუნებას და გაუმჯობესებაზე.გვჭირდება საერთო ანალიზი და დაკვირვება თითოეულ მათგანზე,რათა შევძლოთ აღმოვფხვრათ მათთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემები.ანალიზის შემდეგ გვეცოდინება რა რაოდენობის ქანდაკებებს სჭირდებათ რესტავრაცია,გამწვანება და მათ გარშემო დასასვენებელი არის შექმნა.ჩემი პრიექტი ასევე მოიცავს ცნობიერების ამაარლებას სკოლის მოსწავლეებში.მასწავლებელს ან წარმომადგენელს მუზეუმიდან,კვირაში ერთხელ ექნება იმის საშუალება,რომ მოსწავლეებს გააცნოს ფოთის ისტორია,იმ ადამიანების ისტორიებთან ერთად,რომელთა ბიუსტებსაც მოიცავს ფოთის ტერიტორიაზე განლაგებული ძეგლები,რაც დაგვეხმარება იმაში,რომ თითოეულ ფოთელს ესმოდეს და ახსოვდეს რამდენად ძვირფასია ჩვენთვის ჩვენი წარსული და როგორი საჭიროა მომავალი თაობისთვის შემონახვა.

მიზანი : ქანდაკებების,როგორც კულტურული მემკვიდრეობის ნაწილის მოვლა და საგანმანათლებლო თვალსაზრისით გამოყენება.



თქვენი იდეა ვერ გადავიდა ხმის მიცემის ეტაპზე, რადგან მისი განხორციელებისთვის საჭიროა კომპლექსური ღონისძიებების გატარება (მათ შორის, ავტორთა თანხმობა) ხმის მიცემის პროცედურისთვის ღირებულების განსაზღვრა შეუძლებელია.

ფოტოკონკურსი – ყველაზე ლამაზი ეზო.

ჩემ მიერ შემოთავაზებული იდეა (პროექტი) გულისხმობს ფოტოკონკურსს,რომელიც ჩატარდება მოსახლეობაში.
შემოთავაზებულ ფოტოებზე უნდა იყოს ასახული სახლის წინ მდებარე ბაღი,რომელიც უყურებს ქუჩას და ასევე ქუჩის ის ნაწილი,რომელიც ეკუთვნის სახლს.
ყველაზე მთავარი არის,ინფორმაციის გავრცელება ქალაქში ეს მოხდება უშუალოდ 1ლი იანვირდან 1ლ აპრილამდე პერიოდში.ინფორმაციის გავრცელების საშუალებები კი იქნება:სოციალური მედია,გაზეთი,,ნიკოლოზის გზა”,ტელეკომპანია ,,მეცხრე ტალღა” და ასევე მოხდება მოსახლეობასთან პირადი შეხვედრებიც.
ეს ფოტოები შესაძლო გადავიღო პირადად მე ან თვითონ გამოგზავნონ ეზოს მფლობელებმა სოციალურ ქსელში.
რათქმაუნდა,პროექტს სჭირდება დრო რომლის განმავლობაშიც იწყება და სრულდება ,ეს იქნება 1ლი აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდი.
პროექტის ბოლოს კომისიის მიერ გამოვლინდება სამი საუკეთესოს ბაღის მფლობელი ადამიანი და დასაჩუქრდებიან სპეციალური საჩუქრებით რომლითაც აუცილებლად უკეთესს გახდიან თავიანთ ეზოებს,დაჯილდოვება გაიმართება 30 ივნისს,მოწვეული იქნება ყველა პროექტში მონაწილე პიროვნება და მოეწყობა სპეციალური ფურშეტი.

იდეის მიზანია კერძო სახლების წინ არსებული ბაღებისა და ქუჩის სახლის წინ არსებულლი ნაწილის საერთო მოვლა და გამწვანება,რაც ლანჩაფტურ იერსახეს გაალამაზებს და მეტად მიმზიდველს გახდის ქალაქს.

თქვენი იდეა ვერ გადავიდა ხმის მიცემის ეტაპზე, რადგან არ შეესაბამება პროექტის პირობებს.

სოციალური საწარმო – ტიხრული მინანქრის წარმოებისთვის

პროექტი საშუალებას მისცემს ახალგაზრდებს და რაც მთავარია მოზარდებს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, ასევე განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს დაეუფლონ ტიხრული მინანქრის წარმოების ტექნოლოგიას. წამოიწყონ მცირე ბიზნესი, გაუჩნდეთ დასაქმებისა და შემოსავლის წყარო. ტიხრული მინანქრის სახელოსნო იქნება სოციალური საწარმო, საინტერესო, მიმზიდველი, სასწავლო და შემეცნებითი ადგილი, როგორც ახალგაზრდებისათვის, ასევე ჩვენი ქალაქის ისტორიითა და ღირსშესანიშნაობებით დაინტერესებული პირებისათვის.მაგ: ვორქშოფები, მასტერკლასები უშუალოდ ტურისტების მონაწილეობით, ნაკეთობის შექმნის ყველა საფეხურის დემონსტრირებით; თემატური ნამუშევრების შექმნა და პარალელურად ამ თემებზე საინტერესო ამბებისა და ისტორიების პრეზენტაცია. მაგ: მინანქარში დამზადებული ნიკოლაძის კოშკი, ფოთის შუქურა და აშ. ან თქვენი საყვარელი ფოტოს ასლი…
სახელოსნოში შესაძლებელია მოეწყოს საინტერესო შეხვედრები ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების თემაზე. იქვე შესაძლებელია მოეწყოს ახალგაზრდული კაფე , ადგილზე მომზადებული ნატურალური პროდუქციით.

მიზანი: ქალაქში შეიქმნება სოციალური საწარმო, რომელიც შეასწავლის ტიხრული მინანქრის წარმოებას და დაასაქმებს ახალგაზრდებს სოციალურად მოწყვლადი ჯგუფებიდან.

 

თქვენი იდეა ვერ გადავიდა ხმის მიცემის ეტაპზე, რადგან არ შეესაბამება პროექტის პირობებს.

ტყე-პარკის ტერიტორიაზე ლიანდაგის, ე.წ. „კუკუშკის“ აღდგენა

მალთაყვაში, ტყე-პარკის ტერიტორიაზე მინდა აღვადგინოთ ლიანდაგი და ისევ შეგვეძლოს პატარა მატარებლით ტყე-პარკის (ოქროს ტბის ტერიტორიისაც) შემოვლა და დათვალიერება

მიზანი : ტყე-პარკის გამოცოცხლება, მეტი ვიზიტორის მოზიდვა

თქვენი იდეა ვერ გადავიდა ხმის მიცემის ეტაპზე, რადგან არ შეესაბამება პროექტის პირობებს. აღნიშნული ტერიტორია არ წარმოადგენს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებას.

ნიკოლაძის პარალელურ, ჩხეიძის ქუჩაზე უნდა აშენდეს გასართობი კლუბი, რომლის მიახლოებითი ზომაა 24X25მ ანუ 600 კვ.მ

მიზანი: აშენდეს გასართობი კლუბი ფოთელი ახალგაზრდებისათვის!

თქვენი იდეა ვერ გადავიდა ხმის მიცემის ეტაპზე, რადგან არ შეესაბამება პროექტის პირობებს.

ძაღლების საკვები აპარატების განთავსება

სამწუხაროდ ჩვენს ქალაქში ძალიან ბევრი უპატრონო ძაღლია, რომლებთაც სჭირდებათ მოვლა-პატრონობა და ზრუნვა. ჩვენი იდეა კი გულისხმობს უპატრონო ძაღლებისათვის კვების აპარატის დადგმას.კვების აპარატში პლასტმასის ბოთლის ჩაგდებით უპატრონო ძაღლი საკვებს მიიღებს. კვების აპარატები ეკომეგობრულია, გადამუშავების პროცესს უწყობს ხელს და მზის ენერგიას იყენებს. მათი მოხმარება მარტივია.
კვების აპარატებში პლასტმასის 0,5 ლიტრიანი ბოთლის ჩაგდების შემთხვევაში, ძაღლებისთვის საკვები ჩამოიყრება, ხოლო დისპენსერში წყლის ჩასხმის შემდეგ, ცხოველები წყურვილს მოიკლავენ.

მიზანი: პროექტი ხელს შეუწყობს არამხოლოდ ცხოველების გამოკვებას, არამედ ქალაქის დასუფთავებასაც. მოქალაქეებს ექნებათ მოტივაცია, არ დაანაგვიანონ ქუჩები და ჩააგდონ ნარჩენები ასეთ დანადგარებში.აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიზრუნებთ როგორც ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე , ასევე უპატრონო ძაღლებზე.

თქვენი იდეა ვერ გადავიდა ხმის მიცემის ეტაპზე, რადგან არ შეესაბამება პროექტის პირობებს.

“ფოთის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკა”
ფოთის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკა წარმოადგენს კულტურულ-საგანმანათელებლო პლათფორმას . ბიბლიოთეკა მოსწავლეებისთვის , სტუდენტებისთვის, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებისთვის და ასევე ვიზიტორებისთვის სამუშაოდ საუკეთესო სივრცეა .სამუშაო სივრცესთან ერთად მედიათეკა ვიზიტორებს შესთავაზებს წიგნების მუდმივად განახლებად ფონდს . გარდა ამისა, მედიათეკაში მისულ სტუმრებს აქვთ წვდომა ელექტრონულ რესურსებზე , ფილიალი ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის და ნებისმიერი ასაკის სტუმარს მეგობრულ გარემოს შესთავაზებს . მედიათეკის სივრცე მოიცავს სამ ძირითად დარბაზს , რომელთაც გამოვიყენებთ განსხვავებული დანიშნულებით :
სივრცე №1 – ” სამუშაო სივრცე ” –
მშვიდი , მწვანე და ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით აღჭურვილი სივრცე .დარბაზში შესაძლებელია წიგნის კითხვა , მედიათეკის კომპიუტერის გამოყენება და სხვა საქმიანობების შესრულება.
სივრცე №2 – ” სივრცე შეხვედრებისთვის ”
დარბაზში შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ტიპის შეხვედრების ორგანიზება , ძირითადად გათვლილი იქნება საქმიანი ვიზიტებისთვის . დარბაზი გათვლილი იქნება 15-20 კაცზე , აღჭურვილი იქნება საკომფერენციო დარბაზისთვის საჭირო ნივთებით , მათ შორის პროექტორით , კომპიუტერით და ა.შ . საქმიანი შეხვედრების გარდა სივრცე №2 ში შესაძლებელი იქნება კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების დაგეგმვა-განხორციელება და სხვადასხვა ტიპის შეხვედრების ჩანიშვნა , რასაკვირველია ნებისმიერი მსურველისთვის .
სივრცე №3 -” საბავშვო სივრცე ”
საბავშვო სივრცე სრულად დაეთმობათ პატარებს , დაიგეგმება და განხორციელდება საკვირაო და საშაბათო სკოლები , საბავშვო შემეცნებითი პროგრამები . ბავშვები შეხვდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს: მსახიობებს , მუსიკოსებს ,მწერლებს და ა.შ და ისაუბრებენ მათთვის საინტერესო თემებზე, შეასრულებენ და შეისწავლიან სხვადასხვა აქტივობს . მედიათეკის ბიბლიოთეკით სარგებლობა მათთვისაც ხელმისაწვდომი იქნება .
გამომდინარე იქიდან რომ ქალაქში არ არის კინოთეატრი , მედიათეკა იძლევა იმის საშუალებას რომ ადგილზე გაიმართოს კინოჩვენებები , რომელზედაც დასწრება იქნება სრულიად თავისუფალი . მედიათეკაში ძირითადი სერვისის გარდა პარკის ტერიტორიაზე ველოსიპედით სარგებლობაც იქნება შესაძლებელი , რაც მუშაობის დროს განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა.
მედიათეკა იქნება მოსახლეობის შეკრებისთვის საუკეთესო სივრცე ,სადაც მათ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საქმიანობის გარდა შეეძლებათ ყოველდღიურად პრესის კითხვა , წიგნების ადგილზე კითხვა ან და გატანა 10 დღის ვადით (ასევე შესაძლებელი იქნება ერთჯერადი გადავადება 5 დღით).
მედიათეკის სერვისებით სარგებლობისათვის იმოქმედებს საბარათე სისტემა . ბარათები დაიყოფა სამ კატეგორიად :
” ბარათი A ” – ღირებულება 20 ლარი – მოქმედების ვადა 1 თვე.
*ბიბლიოთეკით სარგებლობა
*წიგნის გატანა 10 დღით ( ერთჯერადი გადავადება 5 დღით)
*სივრცე №1 ( სამუშაო სივრცე) სარგებლობა
*კომპიუტერი
*wi-fi
*პრინტერი
*ასლის გადაღება ( 20 გვერდის ლიმიტით )
*სკანერი
*მედიათეკის ველოსიპედით სარგებლობა პარკის ტერიტორიაზე

” ბარათი B ” – ღირებულება 15 ლარი – მოქმედების ვადა 1 თვე
*ბიბლიოთეკით სარგებლობა
*წიგნის გატანა 10 დღით ( ერთჯერადი გადავადება 5 დღით )
*სივრცე №1 ( სამუშაო სივრცე ) სარგებლობა
*wi-fi
*კომპიუტერი
*მედიათეკის ველოსიპედით სარგებლობა პარკის ტერიტორიაზე
რაც შეეხება მედიათეკაში ერთჯერად ვიზიტს , მისი ღირებულება იქნება 5 ლარი . შშმ პირები , მოსწავლეები , სტუდენტები , მასწავლებლები , პენსიონერები და 6 წლამდე ბავშვები სერვისით ისარგებლებენ 3 ლარად. ერთჯერადი ვიზიტის შემთხვევაში სტუმარი ისარგებლებს ბიბლიოთეკით , წიგნის გატანის სერვისით , სამუშაო სივრცით და wi-fi სისტემით .

სივრცით №2 “სივრცე შეხვედრებისთვის ” -ღირებულება 1 საათი 10 ლარი
დარბაზში ვიზიტორს დახვდება პროექტორი , პრინტერი , კომპიუტერი , wi-fi სისტემა .
რაც შეეხება ლოკაციას , როგორც ამას სხვა დანარჩენი ევროპული ქალაქების მაგალითიდან ვხედავთ ,მედიათეკა უნდა განთავსდეს ქალაქის მწვანე ზონაში , რაც მეტად კომფორტულს გახდის სივრცეს ვიზიტორებისთვის . ამიტომ ,მე როგორც იდეის ავტორი , ვფიქრობ პროექტის განხორციელებისთვის საუკეთესო გარემო ქალაქის ცენტრალური პარკია ,სადაც შესაძლებელი იქნება ასევე ველო ბილიკის დაგება . თუ კი ამ ლოკაციაზე ვერ მოხერხდება გაშენება , რაც ვფიქრობ საკმაო ხარჯებთან იქნება დაკავშირებული , მერიის დამეხმარებით შესაძლებელი იქნება ქალაქში მოიძებნოს ისეთი შენობა რომელიც წლებია უფუნქციოდ დგას , რომლის არქიტექტურაც შეძლებისდაგვარად მიესადაგება ასეთი პროექტისთვის საჭირო ლოკაციას , რომელსაც “გამოვაცოცხლებთ” და შევძენთ ახალ დანიშნულებას , რაც შედარებით ნაკლებ ბიუჯეტს მოითხოვს და ასე ქალაქის ინფრასტრუქტურაზეც ვიზრუნებთ . უმჯობესია შენობა მდებარეობდეს ქალაქის შედარებით ცენტრალურ ნაწილში და მიმდებარედ ჰქონდეს მწვანე სივრცე . შემდეგ მოხდება რეკონსტრუქცია და მისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება.

პროექტის მიზანი: ფოთი ისტორიულად მნიშვნელოვანი ქალაქია , რომელსაც ძალიან დიდი რესურსები გააჩნია . ქალაქში ცხოვრრობს მოსახლეობა ,რომელსაც სჭირდება სივრცე შეკრებისთვის , შემეცნებისთვის , მათთვის საინტერესო ღონისძიებების დაგეგმვა – განხორციელებისათვის . შესაბამისად ვფიქრობ მედიათეკა მოსახლეობისთვის საყვარელი თავშეყრის ადგილი გახდება .

თქვენი იდეა ვერ გადავიდა ხმის მიცემის ეტაპზე, რადგან სცდება პროექტის განხორციელებისთვის განსაზღვრული ბიუჯეტს.

კონკურსში გამარჯვებული პროექტი/პროექტები გამოვლინდება მიღებული ქულების შესაბამისად, თანმიმდევრობით, რიგითობისა და პროგრამის ბიუჯეტით გამოყოფილი თანხის გათვალისწინებით. კონკურსის გამარჯებულის გამოვლენა მოხდება განსახორციელებელი პროექტის ღირებულებისა და მიღებული ხმების საფუძველზე შემუშავებული K კოეფიციენტის მიხედვით. K კოეფიციენტი ადგენს ხმების რაოდენობას პროექტის ღირებულების ყოველ 1000 ლარზე. ფოთის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად გამარჯვებული პროექტების განხორციელებას.