კოეფიციენტის გამოთვლა
K კოეფიციენტი ადგენს ხმების რაოდენობას პროექტის ღირებულების ყოველ 1000 ლარზე.
აღწერილობა
ფერადი ნათურებით განათებული შადრევანი, რომელიც შეიძლება გაკეთდეს აღმაშენებლის ხიდზე. ლამაზი სანახავი იქნება როგორც ხიდიდან, ისე რიონის სანაპიროდან. ასევე შესაძლებელია ხიდთან მისვლა კატერით ან ნავით, მათთვის ხიდის ბოლოში იქნება ადგილი (რომლითაც ისარგებლებს მეთევზეებიც). ხიდის ქვევით გავლა ან გაჩერება კი, რომლის ორივე მხარესაც ფერადი ნათურებით განათებული შადრევანი იქნება, დაუვიწყარ შთაბეჭდილებას დაუტოვებს ნებისმიერ ადამიანს. თან შეიძლება გაკეთდეს სამგანზომილებიანი ლაზერული შოუ მუსიკალური გაფორმებით, რაც „მოცეკვავე წყლის” ილუზიას შექმნის. ( სავარაუდოდ 100 000 ლარი)
მიზანი
ფერადი ნათურებით განათებული ხიდი არის ულამაზესი სანახაობა, რომელიც ძალიან მალე მოიპოვებს დიდ პოპულარობას, როგორც ადგილობრივ მაცხოვრებლებში, ისე ტურისტებშიც. ხიდი ხელს შეუწყობს, როგორც ჩვენი ქალაქის, ისე ქვეყნის ცნობადობის გაზრდას და პოპულარიზაციას.
მსგავსი ხიდი არის სამხრეთ კორეაში და ტურისტებისთვის ერთ-ერთი საყვარელი ადგილია.